პატიმარმა თავი დაიზიანა და საავადმყოფოში გარდაიცვალა

1978 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.ც. მცხეთის სამედიცინო დაწესებულება „ჯეოჰოსპიტალში“ გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„მსჯავრდებული ა.ც. N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. როგორც პატიმრები ჰყვებიან, მან ბანაობისას თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. დაიკითხნენ მსჯავრდებულები, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

Facebook Comments

ახალი დადებული