პიცის დამტარებელმა ბიჭმა კლიენტისთვის მთვარის სონატა დაუკრა.(ვიდეო)

18 წლის ბრაის დუდალი აშშ-ში პიცის კურიერად მუშაობს. ერთ-ერთი გამოძახებისას მან შენიშნა, რომ კლიენტის სახლში პიანინო იდგა. ოჯახმა ბიჭი სახლი შეიპატიჟა და ვიდეოზე გადაიღეს, როგორ შეასრულა თინეიჯერმა ბეთჰოვენის მთვარის სონატა. ამის შესახებ  Foxnews-იწერს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც ბრაის დუდალი ამბობს, ის თვითნასწავლი პიანისტია.

Facebook Comments

ახალი დადებული