სააკაშვილი: ვაშაძეს რომ აირჩევენ , მზე ამოვა, ჭაობი დაშრება და წყვდიადი გაიბნევა

“მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის მომავალი საქართველოს პრეზიდენტი. გრიგოლ ვაშაძეს ალტერნატივა არ ყავს. როგორც კი ის შევა პრეზიდენტის სასახლეში, ის შეძლებს მთები გადაატრიალოს და შეცვალოს ყველაფერი. ქართველი ხალხი მას აირჩევს, ვინაიდან ქართველი ხალხი მას აირჩევს, ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს და იმ წამიდან, როცა ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს, მისი საქმე არის დამთავრებული. აი, როგორც ზღაპრებშია, წყვდიადი  რომ გაიბნევა და უცებ მზე ამოვა, ასევე იქნება ვაშაძის არჩევა პრეზიდენტად, ეგრევე მზე ამოვა და მთელი ეს წყვდიადის ჯოჯოები აორთქლდებიან, ჭაობი უცებ დაშრება და საქართველო შეაჩერებეს ნგრევას”, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული