კალანდია მოზარდების მკვლელობაზე-ვიცი რაც მოხდა, მაგრამ ვისგან, ვერ ვიტყვი

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მ.კ -ს ძმას, ლუკა კალანდია გამოკითხეს. კალანდიამ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. როგორც ის ამბობს, იცის რა მოხდა, მაგრამ ვისგან აქვს ინფორმაცია ამას ვერ იტყვის.

კალანდიამ თქვა, რომ კომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განმარტა ისიც, რომ 1-ელ დეკემბერს პირადად ხორავას ქუჩაზე არ ყოფილა და ძმას პეტრიაშვილის ქუჩაზე მიაკითხა.

ლუკა კალანდია მამასთან, თენგიზ კალანდიასთან ერთად ბრალდებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვაში. ის 21 წელს მიღწეული არ არის და მის მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არ არის გამოყენებული. ლუკა კალანდია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე გამოკითხა ყველა მოწმე, რომელიც საქმეში ფიგურირებდა. ასევე დასრულდა არასრულწლოვნების, მათ შორის მსჯავრდებულების დაკითხვა.

3 აგვისტოს, პარასკევს, დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომა გაიმართება. კომისისს წევრები თეა წულუკიანს, გიორგი გახარიასა და ირაკლი შოთაძეს გამოკითხავენ.

Facebook Comments

ახალი დადებული