მექსიკაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

მექსიკაში, დურანგოს შტატში სამგზავრო თვითმფრინავი Embraer 190 ჩამოვარდა. მასზე 97 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპული არავინაა. დაშავდა 50 ადამიანი. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

მექსიკის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა. მასზე მგზავრების გარდა კიდევ ეკიპაჟის 4 წევრიც იყო. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შტატის გუბერნატორის, ხოსე აისპურო ტორესის ცნობით, თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა.

Facebook Comments

ახალი დადებული