აშშ-ში ოჯახმა დაკარგული შვილის პოვნისთვის ჯილდოდ $172 ათასი დააწესა

აშშ-ში, დაკარგული 20 წლის გოგოს, მოლი ტიბეტსის მშობლებმა ჯილდოს სახით, $172 ათასი დააწესეს იმ ადამიანისთვის, ვინც მათ შვილს დაუბრუნებს. ამის შესახებ CBS News-ი წერს.

გოგო ბოლოს ორი კვირის წინ, აიოვაში, მშობლიურ ქალაქში ნახეს.

მასზე ძებნა მეორე დღეს გამოცხადდა, – მას შემდეგ, რაც გოგო სამსახურში არ გამოჩნდა.

მისი მშობლები ამბობენ, რომ სჯერათ, გოგო ცოცხალია და თუ ის გატაცებულია, გამტაცებელს სთავაზობენ $172 ათასს მისი უვნებლად დაბრუნებისთვის. შესაძლოა, ეს თანხა მან მიიღოს, ვინც გოგოს ადგილსამყოფელზე ინფორმაციას ფლობს და პოლიციას მის პოვნაში დაეხმარება.

აშშ-ში მისი პოვნისა და ჯილდოსთვის თანხის შესაგროვებლად, სპეციალური ფონდიც გახსნეს.

Facebook Comments

ახალი დადებული