მამუკა მჭედლიშვილი-ისეთი ბომბი აფეთქდა, თქვენი მოწონებული!…

,,ისეთი ბომბი აფეთქდა, თქვენი მოწონებული!…ბომბი, რომელსაც, თითქოს, პირდაპირი კავშირი არ აქვს სპორტთან , მაგრამ რომ დაუკვირდე, კავშირზე მეტიც აქვს….ალბათ, მიხვდით, იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას ვგულისხმობ, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება საქართველოში თავისუფალი გახდა. არ ვიცი, ვის რა დავაბრალო. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აზრის გამოთქმის უფლებას ვერავინ წამართმევს….პირდაპირ უნდა ვიყვირო, ვიბღავლო, თუ ხმა და ნერვები შემრჩა – ვინც ეს გააკეთა, ძალიან მაგრად მიჰქარა და რასაც ამით მოიმკის ქვეყანა, იმასაც ერთად ვნახავთ. ფაქტი ისაა, რომ დღეიდან, ქუჩაში თუ შინ, ჩვეულებრივად შეიძლება კანაფის მოწევა. მარიხუანას რომ ადრეც ეწეოდნენ, ეს კარგად ვიცი და იქნებ, ამ ამბებში იმათზე მეტადაც ვიყო ჩახედული, ვინც მთელი ამ კომპანიის სათავეებთან დგას…რა თქმა უნდა, საქართველოში აქამდეც იწეოდა “პლანი”,

იწეოდა სხვადასხვა ფორმით. უბრალოდ, სიგარეტში, ტარიანში, ბოთლში და,ლამპის შუშაშიც კი, მაგრამ ახლა მოიწევა ამაზე გაცილებით მეტი….ჰოდა, მე მინდა ზოგადად ვიკითხო….იმათ, ვინც ამ კანონს ლობირებდა, და იმათაც, ვინც მომხრეა, ერთხელ თუ მაინც უნახავთ მაგრად დაბოლილი ადამიანი, რომელიც ვერ იღებს სიამოვნებას? ან ვეღარ კაიფობს? ზის გათეთრებული, გრძნობის დაკარგვამდეა მისული და თუ არ გაიარა, მოკვდება. თუ უნახავთ, როგორ არწყევს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრად დაბოლილი ადამიანი და როგორ ნატრობს, რომ გული არ გაუჩერდეს და როგორ ითვლის პულსს…კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვალოდია, როგორ იკიდებს “იზმენას”, როგორ რჩება შიში ყველაფრის, რაც მძაფრ განცდებთანაა დაკავშირებული და როგორ გადაიზრდება მერე ეს ამბავი ნევროზში. იცით ეს, მეგობრებო? თუ არ იცით, რატომ ღუპავთ საქართველოს?…

გინახავთ თუ არა “დატოვებული” “ქეში”, რომელიც ნამდვილ ზომბს ჰგავს, ყველაფერზე იცინის, რაც უნდა მოხდეს. სულ ერთნაირად კარგ ხასიათზეა და დიდი უბედურების ჟამსაც ყურებამდე აქვს პირი გახეული….სიცილი მისი მუდმივი მდგომარეობაა….არ გინახავთ? მაშინ, კარგად გაახილეთ თვალები და ბევრს დაინახავთ. მე მინახავს არაერთი ასეთი და თქვენ, ვინც ამ ლეგალიზაციის სათავეებთან დგახართ, როგორ არ იცით ეს? თუ არ იცით, მაშინ რატომ იღებთ საკუთარ თავზე ამხელა ტვირთს?
არ იცით, რომ ძალიან ხშირად ყველაფერი მარიხუანიდან იწყება და მერე, თანდათანობით ჩნდება უფრო ძლიერი ნარკოტიკის გასინჯვის სურვილი? არ მჯერა, რომ არ იცით, ძალიან კარგადაც იცით, უბრალოდ, ეს “რაღაცაში” გჭირდებათ…დიდი ფული, დიდი ბიზნესი, თავისთავად, გვარიანი სატყუარაა, მაგრამ არ მგონია, ყოველივე ამად ღირდეს ერის მომავალი, მისი ახალგაზრდების ჯანმრთელობა, საჯიშე გოგო-ბიჭების, მაპატიეთ და, დაქლიავებული სიფათების ცქერა…მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ ამიერიდან მე აღარ მჯერა არც ერთი სპორტის მასობრიობის, აღარ მჯერა იმისა, რომ ჩვენში იქნება ცხოვრების ჯანსაღი წესი მასობრივად. რაო? ევროპაში ისიც არის და ისიცო? კი, ბატონო, იქ, ვისაც უნდა, დარბის, ვისაც უნდა, ვთქვათ, ფეხბურთს თამაშობს და ვისაც უნდა, ეწევა…
სხვათა შორის, თუნდაც ევროპაში ქართველივით “ღორულად” არავინ ბოლაობს. ზოგადად, ზომიერების დაცვა ჩვენი პრობლემაა და ამ პრობლემას შევეჯახებით მაშინაც, როცა ეს სრული ლეგალიზაცია მთელი ძალით ამოქმედდება.
დილიდან რომ “პლანის” “ჩალიჩს” დავიწყებთ, როდის ვირბინოთ, როდის ვითამაშოთ ფეხბურთი, როდის ვიცურაოთ, როდის გავიკაჟოთ ჯანმრთელობა (ევროპას რომ ვეტოლებით, იქ ასე ცხოვრობს ხალხი)? ამ კითხვებზე პასუხი მე არ მაქვს და, იმ ხალხს თუ აქვს, ვინც ამას ლობირებს?

ყველაზე უფრო ის მაცოფებს, რომ ამ ამბების მომხრედ ბევრ ისეთ ადამიანს ვხედავ, ვისაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, საერთოდ არ გაუსინჯავს ის, რაზეც ახლა ვწერ…სხვათა შორის, მარიხუანასთან “მეგობრობდა” და “მეგობრობს” ბევრი გენიოსი, თუნდაც, ბობ მარლი, დიეგო მარადონა… გენიოსებისთვის ბევრი რამაა შესაძლებელი. ისინი გამონაკლისს წარმოადგენენ. და ვინ თქვა, რომ უბრალო მოკვდავს ამის ფუფუნება აქვს?….ასე რომ მივყვეთ, ქართველი ერის და მსოფლიოს სათაყვანო პოეტი, გალაქტიონ ტაბიძე ხშირად სვამდა და რა ვქნათ ახლა, ყველამ მივბაძოთ? სადაა იმის გარანტია, რომ აუცილებლად დავწერთ “ლურჯა ცხენებს”, თორემ, კი ბატონო….ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ქუჩაში გასული გაცილებით მეტ არაფრისმთქმელ სახეს და “შუშის” თვალებს დავინახავ. რად გვინდა ეს, რატომ მივედით ჩვენი ნებით აქამდე?…მეტს ვეღარ დავწერ. გული ამიჩქარდა, ყველაფერი მიბჟუის, პულსს ვეღარ ვითვლი და ერთი ძველი სიმღერის ხოშზე ვარ – “ტაშკენტიდან მოდის ქარავანი”…წერს ფეისბუქის საკუტარ გვერდზე მამუკა მჭედლიშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული