მეუფე იაკობი ამბობს, რომ დეკანოზ მამალაძის ბრალეულობაზე პატრიარქის აზრი იცის

ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ილია მეორის აზრით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეიკრიბება და ე.წ. ციანიდის საქმეზეც იმსჯელებს.

„ჩვენ არ ვმალავდით. მე თავიდანვე გითხარით, რომ გვცოდნოდა, არ იყო დამნაშავე, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც ციხიდან გამოიყვანდა. ეს ჩემი პირადი განცხადებაა. პატრიარქზე რაც ვიცი, გითხარით“, – დასძინა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მსჯავრდებული დეკანოზის მონახულებას ციხეში, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ არ აპირებს.

„ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, გიორგი მამალაძესთან არ შევალთ. მეუფე გრიგოლს აქვს თავისი აზრი, თუმცა მანაც ჩემთან საუბარში თქვა, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

Facebook Comments

ახალი დადებული