პაატა მძინარაშვილი-ვხვდები რომ დამენძრა “აკანჩატელნათ” და ისეთი დავიღრიალე….

..სტამბულიდან ვარნაში უნდა გავფრენილიყავი, საერთაშორისო “პლენერზე” და იმდენი ვიბოდიალე დამაგვიანდა რეისზე…( სულ მაგვიანდება ) მირჩიეს მივსულიყავი ცენტრალურ ავტოსადგურში, “ოტოპარკში” და კომფორტული ავტობუსით, თან სულ რაღაც 25 დოლარად დილით ვარნაში ვიქნებოდი…ვინც ამ ავტოსადგურში მოხვედრილა, მიხვდება რა “საგიჟეთში” ამოვყავი თავი…

მოკლედ, მეცა ერთი თურქი, ჯერ ჩანთა გამომგლიჯა და მერე მეკითხება, სად მიდიხარო…ვარნაო, რომ ვუთხარი…ოოო ეეეს…ეეესოოო… შეაგდო ჩემი ჩანთა, დაქოქილ ავტობუსის საბარგულში, ფული გამომართვა, მხარზე ხელი დამიტყაპუნა და ავტობუსიც ეგრევე დაიძრა… ზუსტად ერთი ადგილი იყო დარჩენილი თავისუფალი…მოვჯექი და ეგრევე დამეძინა…დილით ვხედავ მძღოლი მაღვიძებს და მარტო ვარ ტო ავტობუსში…ვიფიქრე ალბათ ბულგარეთის საზღვარზე “ტამოჟნი ასმოტრიათქო” და ჩამოვედი ზლაზვნით …სანამ აზრზე მოვედი, გავიხედე და ეს ჩემი ჩანთა ფეხებთან მიგდია,ავტობუსი მოტრიალდა და მოხია გიჟივით  …

ვდგევარ სადღაც უკაცრიელ თურქული სოფლის ცენტრში…რაღაც საშინელ, თიხით ნაშენ აულებს შორის…მტვერში…ჭუჭყში…გარშემო ბაშვები მესევიან…ზოგი ჩანთას მიხსნის და ჩემს ტანსაცმელს იზომავს…ზოგი ჯიბეებში მიძვრება ტალახიანი ხელებით…ორი ცდილობს ბოტასები გამხადოს …

სანამ აზრზე მოვედი, მთელი სოფელი მოგროვდა…ნეტავ შემწვავენ თუ ეგრევე უმად შემჭამენთქო გავიფიქრე…თურმე აქ ავტობუსი კვირაში ერთხელ ამოდის და უცხოს კიდევ ამ ჯოჯოხეთში რა უნდა უნდოდეს…

აი შენი ვარნა პატიკოოო….ვხვდები რომ დამენძრა “აკანჩატელნათ” და ისეთი დავიღრიალე, ისევ მე და ჩემი ჩანთა დავრჩით მარტო…ან ეგ ჩანთა რაღად მინდოდა, ცარიელი იყო მაინც…მოკლედ დავაწექი და ბევრი რომ არ გავატრაკო მესამე დღეს რაღაც “პერესადკებით” და “ჯოჯოხეთის” გავლით ისევ სტამბულში ვიყავი…:”პლენერის” დახურვასაც ჩაუსწარი საკაიფოდ..”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი პაატა მძინარაშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული