უცნობებმა კალაძის ნიღბები მოირგეს და მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი „მიანიჭეს“

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 5 უცნობი ადამიანი თბილისის მერს მიმართავს. მათ სახეზე კახა კალაძის ამობეჭდილი ფოტო ნიღბებად უკეთიათ. ვიდეო Facebook-გვერდზე “რუსეთი ოკუპანტია – Russia is an Occupant” გავრცელდა.

უცნობი ადამიანები ვიდეოში მოსკოვის გამზირზე არიან, სადაც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის პატივსაცემად აბრა გააკრეს.

უცნობი ადამიანები თბილისის მერს მიმართავენ და აცხადებენ, რომ რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ქალაქის არცერთმა ხელმძღვანელობამ “მოსკოვის გამზირს” სახელწოდება არ შეუცვალა: “მე მიხარია, რომ მე და ჩემი გუნდი ვიქნებით პირველები ვინც მოუსმენს ქალაქების, ზოგადად ქართველების აზრს. გაითვალისწინებს იმ ძალიან მრავალრიცხოვანი, ძლიერი პეტიციის შედეგს და დღეიდან ამ ქუჩას დაერქმევა საქართველოს გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი”, – ამბობენ უცნობები კახა კალაძის ვიდეპაროდიაში.

ისინი მერს მოქალაქეების მიერ შედგენილ პეტიციასაც ახსენებენ.

22 მარტს Manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭება მოითხოვეს. პეტიციამ 10 000 ხეკმოწერა შეაგროვა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს. აღმოჩნდა, რომ მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

Facebook Comments

ახალი დადებული