ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა: თავდამსხმელებს რუსი ჟურნალისტების გაქურდვა სურდათ

რუსი ჟურნალისტები: ორხან ჯემალი, კირილ რადჩენკო და ალექსანდრ რასტორგუევი, ავტომობილის ქურდობის მცდელობის დროს მოკლეს. ადგილზე ვერ იპოვეს რუსების საფულეები და გადასაღები ტექნიკა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანჟ მაქსიმ კაზაგიმ განაცხადა.

ცნობილია, რომ ჟურნალისტებს თან ჰქონდათ 8,5 ათასი დოლარი და აპარატურა, მათ შორის ორი ძვირადღირებული კამერა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჟურნალისტი ორჰან ჯემალი, რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი და ოპერატორი კირილ რადჩენკო 31 ივლისს მოკლეს. მათი მძღოლი თავდასხმას გადაურჩა.

ისინი ონლაინ სააგენტო „გამოძიებათა სამმართველოს ცენტრის“ შეკვეთით დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ. სააგენტოს მუშაობას აფინანსებს მიხაილ ხოდორკოვსკი – ყოფილი ოლიგარქი და პრეზიდენტ პუტინის ოპონენტი.

,,ვაგნერი” რუსული კერძო სამხედრო კომპანიაა, რომლის წევრებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კონფლიქტის ზონებში საომარ მოქმედებებში, კონტრაქტების საფუძველზე მონაწილეობენ. მათ შორის წარმოდგენილები არიან სირიის ომში, ასევე საბრძოლო მოქმედებებში იყვნენ ჩართული და სეპარატისტების გვერდით იბრძოდნენ უკრაინაში, დონბასში.

Facebook Comments

ახალი დადებული