აშშ-ს საელჩოში მოსკოვში 10 წლის განმავლობაში რუსი ჯაშუში ქალი მუშაობდა

აშშ-ს კონტრდაზვერვის ინფორმაციით, რუსი ქალი, რომელიც 10 წლის განმავლობაში მოსკოვში ამერიკის საელჩოში მუშაობდა, შესაძლოა, ჯაშუში იყოს.

ამის შესახებ The Guardian დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალი სამსახურში აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა აიყვანა და მას უწყების ინტერნეტსა და ელექტრონულ ფოსთასთან ჰქონდა წვდომა, ამასთან, ქალს შეეძლო გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიღება, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განრიგი. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, რუსი ქალი უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებსაც ხვდებოდა.

The Guardian წერს, რომ ქალზე ეჭვი 2016 წელს გაჩნდა, თუმცა ის სამსახურიდან მაშინვე არ გაუთავისუფლებიათ. ქალი მხოლოდ 2017 წლის ზაფხულში გაათავისუფლეს.

გამოცემის წაყრო ამბობს, რომ „საიდუმლო სამსახური ქალის გათავისუფლებით შეცდომის დამალვას ცდილობდა. თუმცა, მხოლოდ გამოძიება შეძლებს დადგენას თუ რა ზიანი მიაყენა ქალმა აშშ-ს“.

ივლისში ამერიკაში რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა დააკავეს, რომელსაც ბრალად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 29 წლის ქალს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Facebook Comments

ახალი დადებული