დღეს მოზარდების მკვლელობის საქმეზე გახარიას, წულუკიანსა და შოთაძეს გამოკითხავენ

დღეს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომის​ია შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრსთეა წულუკიანს და ყოფილი მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს გამოკითხავს.

გავრცელებული ცნობით, საგამოძიებო კომისიას გახარიასთან და შოთაძესთან შეკითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ექნებათ.

კომისიის სხდომა 11:30 საათზე დაიწყება.

საგამოძიებო კომისია უკვე ფინალურ ეტაპამდეა მისული. კომისიას გამოკითხული ჰყავს 70-ზე მეტი პირი. დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

Facebook Comments

ახალი დადებული