მიხეილ სააკაშვილი- აი, აქ რომ გავაბოლო პლანი, პოლიცია მოვა და დამაჯარიმებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,მარიხუანას ლეგალიზების თემას ნიდერლანდებიდან ვიდეომიმართვით ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჰოლანდიაში, სადაც  მარიხუანას ყიდვა სპეციალურ კაფეებშია შესაძლებელი, ყველაფერი მკაცრი კანონით რეგულირდება.

„ამსტერდამში, მე ვიმყოფები იმ ადგილას, სადაც პირველად დაიწყო ნარკოტიკების გაყიდვა. თავდაპირველად აქ იყო პოლიციის შენობა, შემდეგ გამოისყიდეს და გახსნეს ნარკოტიკების რეალიზაციის კაფე. მე აქ ახლოს ვცხოვრობ, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ აქ. თუმცა არანაირი პრობლემა არ მაქვს იმ ხალხთან ვინც აქ დადის. ჰოლანდიაში მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი რეგულირდება ძალიან მკაცრად. აი, აქ რომ გავაბოლო პლანი პოლიცია მოვა და დამაჯარიმებს…შიგნით არანაირი პრობლემა არ არის. ჰოლანდიაში აკრძალულია ამ ადგილების გარდა ნარკოტიკებით ვაჭრობა და მოხმარება. ასევე აკრძალულია  ნარკოტიკების მოყვანა და კულტივირება. ამასწინათ მატარებელში შემხვდა ბიჭი და მომიყვა, როგორ დააკავეს სტოკჰოლმში ნარკოტიკების მოხმარებისთვის და ორჯერ დააჯარიმეს. ერთი სიტყვით ამ საზოგადოებაში მოქმედებს მკაცრი კანონმდებლობა“,-აცხადებს სააკაშვილი და ხაზს უსვამს, რომ წინააღმდეგია ნარკოტიკების მომხმარებლების დაჭერის, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კანონის უზენაესობის პრინციპები, რომელიც ეფუძნება საზოგადოების ჯანმრთელობას და ინტერესებს.

„ივანიშვილის პირობებში საქართველოს ემუქრება საფრთხე, ვინაიდან მის დეიდაშვილ უჩას, აქვს სააფთიაქო ქსელი, აქვთ ნარკოტიკის მოპოვების ექსკლუზიური უფლება და აკეთებენ ასობით მილიონ დოლარს. თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია,. თავისუფლების პირობებში ახალგაზრდების აღზრდა არის მთავარი ბრენდი საქართველოსთვის. ჩვენ დროზე გვჭირდება ეროვნულობის დამცველი პატრიოტული ხელისუფლება, რომელიც ერთის მხრივ დაიცავს ხალხის თავისუფლებას, განავითარებს საქართველოს, განათლებაში ჩადებს დიდ ფულს და ასევე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისუფლების განვითარება და ჯანმრთელობა არ ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს და არც ერთი ბინძური ჯგუფი არ აკეთებდეს ფულს უბედურებაზე“,-აცხადებს სააკაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული