შანხაიში ტაიფუნის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

შანხაის ტაიფუნი „ჯონდარი“ დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე წამში 23 მეტრს აღწევს. სტიქიის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ქვეყანაში  სიფრთხილის „ნარინჯისფერი“ დონეა გამოცხადებული.

უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნის უდიდესი ქალაქიდან 134 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასაც ელოდებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული