კვლევა: ჩილიმი ჯანმრთელობისთვის ისეთივე მავნეა, როგორც სიგარეტი

ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ჩილიმის მოწევა ჯანმრთელობას ისეთივე ზიანს აყენებს, როგორსაც სიგარეტი. შესაბამისი კვლევა American Journal of Cardiology-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერების თქმით, ჩილიმის ერთსაათიანი მოწევა გულისცემის სიხშირეს წუთში16 დარტყმამდე იწვევს და არტერიულ წნევასაც ზრდის. მეცნიერებმა ექსპერიმენტი 48 18-დან 34 წლამდე მოხალისეზე ჩაატარეს.. მათ ჩილიმის მოწევა ნახევარი საათის განმავლობაში შესთავაზეს. სპეციალისტებმა მათ გულისცემა, არტერიული წნევა და სისხლში ნიკოტინის დონე მოწევამდე და მის შემდეგ გაუზომეს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი დასკვნა დაანგრევს შეხედულებას ჩილიმის უვნებლობაზე. ისინი აცხადებენ, რომ თამბაქოს შემადგენლობაში, რომელსაც ჩილიმში იყენებენ, ქიმიური ნივთიერებებია, რომელიც ორგანიზმს მეტ ზიანს აყენებს.

Facebook Comments

ახალი დადებული