საბავშვო ბაღიდან 1 წლის ბავშვის გაქცევის კადრები სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა

რუსულმა პორტალმა Вологда.рф სოციალურ ქსელ youtube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ გამოდის კერძო საბავშვო ბაღიდან 1 წლის ბავშვი მარტო, მხოლოდ პამპერსით და 10 წუთის განმავლობაში ქუჩაში დადის.

საიტი წერს, რომ ეს ამბავი 12 ილისს, ვოლოგდაში მოხდა, თუმცა კადრები მხოლოდ ახლა გავრცელდა. ბავშვის დედამ, სვეტლანა გუდკოვამ მოყვა, რომ პატარა მეთვალყურეობის გარეშე იყო მიტოვებული, რის გამოც როგორც ვიდეოზე ჩანს, ის ღია კარიდან გავიდა და ქუჩაში გაიქცა.

დედის სიტყვებიდან ირკვევა, რომ ბავშვს ქუჩაში ყურადღება უცხო ქალმა მიაქცია, რომელმაც ჯერ სხვა საბავშვო ბაღში მიიყვანა, იქიდან კი  მეზობლად მდებარე ბაღში დარეკეს და ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ შეატყობინეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბაღში მას არც კი ეძებდნენ.

 

ქალმა, რომელმაც ბავშვი ქუჩაში იპოვა, პოლიციაშიც დარეკა და სწორედ ამიტომ შეიტყო ოჯახმა მომხდარის შესახებ.

გუდკოვების ოჯახმა მოიპოვა კომპანიის შენობაზე დამაგრებული ვიდეოკამერის ჩანაწერი და რეაგირებისთვის პროკურატურას გადასცა. მომხდარს საგამოძიებო სამსახური იძიებს, საბავშვო ბაღში კი აცხადებენ, რომ აღმზრდელი, რომელმაც ბავშვი უყურადღებოდ მიატოვა, სამსახურიდან დაითხოვეს.

 

Facebook Comments

ახალი დადებული