დანიაში ნიქაბის ტარებისთვის პირველი ქალი დააჯარიმეს

დანიაში ნიქაბის ტარებისთვის პირველი ქალი 155 დოლარით (1,000 კრინა) მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც ქვეყნაში მისი საზოგადოებრივ ადგილებში ტარება კანონით აიკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.

28 წლის ქალი პოლიციის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც კოპენჰაგენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ნიქაბით შემოსილ და სხვა ქალს შორის დაპირისპირება მოხდა.

პოლიციამ ჯარიმა ქალს მას შემდეგ გამოუწერა, რაც მან ნიქაბის მოხსნა არ ისურვა.

ახალი კანონი დანიაში უფლებადამცველებისგან კრიტიკის საგანი უკვე გახდა.

კანონი დანიაში პირველ აგვისტოს შევიდა ძალაში.

ბურკისა და ნიქაბის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში  აიკრძალა. მათ შორის ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთში და ასევე, ნაწილობრივ – შვედეთსა და ესპანეთში.

Facebook Comments

ახალი დადებული