ვენესუელაში აღლუმზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას აფეთქება მოხდა

ვენესუელაში სამხედრო აღლუმის დროს ძლიერი აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც შეკრებილებს სიტყვით პრეზიდენტი მიმართავდა. მომხდარის გამო აღლუმში მონაწილე სამხედროები და მაყურებლები პანიკამ მოიცვა. დაშავდა შვიდი ჯარისკაცი.

პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები კი, უვნებლები გადარჩნენ. ხელისუფლებამ აფეთქებას პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიების მტკიცებით, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონები გამოიყენეს.

ვენესუელის პრეზიდენტის განცხადებით, თავდასხმა იატაკქვეშა მეამბოხე ძალებმა მოაწყვეს, რომლებიც კოლუმბიის პრეზიდენტისა და შეერთებულ შტატების დაკვეთით მოქმედებენ. განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს მედია.

ჟურნალისტების ცნობით, აფეთქება კარაკასის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ერთ-ერთ ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა.

Facebook Comments

ახალი დადებული