თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ავღანეთში ნატოს 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტი ნატოს მისიის სამხედროებს დაესხა თავს. დაღუპულია ორი ავღანელი და ერთი ამერიკელი ჯარისკაცი. არიან დაჭრილებიც. ინფორმაციას ალიანსში ადასტურებენ. ამის შესეხებ ადგილობრივი მედია წერს.

დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა არ კონკრეტდება. ნატოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ფარვანის პროვინციაში იერიში ალიანსის საპატრულო მისიაზე დღეს მიიტანა.

ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან, – წერს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

Facebook Comments

ახალი დადებული