ლონდონის ქუჩაში გამვლელებმა მახრჩობელა გველი ნახეს

შაბათს, 4 აგვისტოს, ლონდონში გამვლელებმა მახრჩობელა გველი დაინახეს, რომელიც მტრედს ჭამდა. გველს თვითმხილველებმა ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ცხოველთა დაცვის სამეფო ორგანიზაციამ (RSPCA) ქვეწარმავალი „ველური ბუნების ცენტრში“ გადაიყვანა, სადაც დაშავებულ ველურ ცხოველებს ეხმარებიან.

RSPCA-ში ადასტურებენ, რომ გველი ჩვეულებრივი მახრჩობელაა და სავარაუდოდ, სახლის პირობებში იმყოფებოდა, თუმცა ქუჩაში გადააგდეს.

გამვლელებმა, რომლებმაც ის ვიდეოზე აღბეჭდეს, განაცხადეს, რომ ქვეწარმავალი ადამიანებს ყურადღებას არ აქცევდა და წყნარად მიირთმევდა მტრედს.

Facebook Comments

ახალი დადებული