დავით გადელია-დამიჯერეთ ქალბატონებო, ღირსეულ მამაკაცებს მოსწონთ “ქალური ქალები”

,,დღეს, სახლთან მოსულმა გზა გადმოვკვეთე და შუქნიშანთან გაჩერებულ მანქანასთან ახლოს ჩავიარე. მანქანიდან, სიგარეტიანი ხელი გადმოყო მძღოლმა და ხელიც სვირინგებით ჰქონდა სავსე..
ხელი ეკუთვნოდა ქალბატონს, რომელიც ამ მოძრაობით და სვირინგების დემონსტრირებით, აშკარად კეკლუცობდა. მის სიკეკლუცეს, ცხადია ჰყავს სამიზნე! ჩემი ხნის ადამიანებზე არ იყო გათვლილი, რადგან ჩემი ხნის ადამიანი რომ მანქანიდან გადმოყოფილ სიგარეტიან – ნაკოლკიან ხელს ხედავს, იმ წუთას უჩნდება 30წლის წინანდელი, დვაცატჩეტირეზე მჯდარი ტაქსისტის ასოციაცია და ამას შემდგომში ვერც ამ ხელზე მიმაგრებული დანარჩენი სხეული გამოასწორებს…

არა აქვს დიდი მნიშვნელობა ჩემს და ჩემისთანების ასოციაციებს, არც შეხედულებებს. სხვათა შორის, დიდად საინტერესო და გასარჯელი, არც იმ ქალბატონის ტვინში ჩახედვაა! მე ყველაზე მეტად მაწუხებს იმ სამიზნეების ფსიქოლოგია, ვისზეც არის გათვლილი ეს სრულიად მარტივი “კაიპონტური” სურათი. აქედან ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება.

ეს უმნიშვნელო მოძრაობა, თავისი ანტურაჟით, ხაზს უსვამს ქალის დამოუკიდებლობას, სიძლიერეს, მასკულინიზაციას. ის აკეთებს ამის დემონსტრირებას იმიტომ, რომ ასეთ ქალებს ჰყავს დიდი რაოდენობით მომწონებელი. არაა საკამათო და ადვილი მისახვედრია, რომ განსაკუთრებით მოსწონთ და ეტანებიან ასეთ ქალებს სუსტი ნების, ნაკლები პასუხისმგებლობის აღების სურვილის მქონე, უინიციატივო მამაკაცები.

დამიჯერეთ ქალბატონებო: ნამდვილ და ღირსეულ მამაკაცებს მოსწონთ “ქალური ქალები”, არამამაკაცური მოძრაობებით და ჩვევებით. მაგრამ, რადგანაც ძალიან ბევრი ქალბატონი ირჩევს სამიზნედ (ეს ყველაფერი, ცხადია ქვეცნობიერის დონეზე ხდება) მამაკაცებს, რომელთაც მათი დემონსტრირებული მასკულინიზაცია მოსწონთ (ლექსიკაც ერთვის მოძრაობებს, შემაგრებული- ცხადია), ესე იგი ბევრია ასეთი მამაკაცი…
შედეგი კი, ძირითადად ქალის მხრებს დაწოლილი ქვეყანა და ტოტალური მამაკაცური უმუშევრობაა! საერთოდ, დასამკვიდრებელია ეს ტერმინი: “მამაკაცური უმუშევრობა”.-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ექიმი, დავით გადელია

Facebook Comments

ახალი დადებული