მოსკოვში მიხეილ ხუბუტიას შვილი დაიღუპა

РЕН ТВ-ის ცნობით, მოსკოვის ცენტრში საკუთარ სახლში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი დაიღუპა.

26 წლის მამაკაცის ცხედარი დამლაგებელმა იპოვა. გამოცემის ინფორმაციით, თავად მიხეილ ხუბუტია ამჟამად სანტროპეში დასასვენებლად იმყოფება.

ძირითად ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება. სამართალდამცველების თქმით, კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

Facebook Comments

ახალი დადებული