„დაკარგული“ პეტრო პოროშენკო რესტორანში იპოვეს

უკრაინელმა პოლიტექნოლოგმა იაროსლავ მაკიტირმა საკუთარ Facebook-ზე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც იმ მომენტში რესოტრანში ვახშმობდა. “ვვახშმობთ მეგობრებთან ერთად და აი ასეთი დაუგეგმავი მეზობლები გვყავს – პეტრო პოროშენკო ოჯახთან ერთად. კიევის რესტორანი Manu”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოროშენკო 30 ივლისის შემდეგ სამსახურში არ გამოჩენილა. ვარაუდობდნენ, რომ უკრაინის ლიდერი შესაძლოა შვებულებაში, იყო თუმცა ოფიციალური ცნობებს ეს არ დაუდასტურებით. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მას შემდეგ რაც პრესაში გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი საახალწლოდ მალდივებზე ისვენებდა, ჟურნალისტებს პოროშენკოს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.

პოროშენკო ბოლოს საჯაროდ ოფიციალურად 28 ივლისს გამოჩნდა.

Yaroslav  Makitra-ს ფოტო.
Yaroslav  Makitra-ს ფოტო.
Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: