ნაცვლიშვილი: ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტის მოლოდინები ვერ გაამართლა

Nusagi

პრეზიდენტი არასდროს გაურბოდა იმის თქმას, რომ ნინო გვენეტაძემ მისი, ისევე როგორც ძალიან ბევრი ჯგუფის, იმედები ვერ გაამართლა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის მრჩევლები ამ წუთებში, ადმინისტრაციაში აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც ისინი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევ კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

„უზენაესი სასამართლო თავმჯდომარეს სჭირდება მხარდაჭერა საკანონდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, იმისთვის, რომ მოგვარდეს პრობლემები. ფაქტია, რომ მას არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონდა არცერთი ორგანოსგან. შესაბამისად არ შეიძლება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები ერთ ადამიანს დაბრალდეს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: