პენსიონერ ქალს მელია თავს დაესხა და თითი მოტეხა

მელია პენსიონერი ქალის სახლში შეიპარა, თავს დაესხა და თითი მოტეხა, ამის შესახებ გამოცემა The Mirror იუწყება.

77 წლის ჯილ მაკმეონი,  ესექსის საგრაფოში, საკუთარ აგარაკზე იმყოფებოდა, როდესაც თავს გარეული ცხოველი დაესხა. ინციდენტი დილით მოხდა, როდესაც ქალი გაზეთს კითხულობდა და ყავას სვამდა. ქალმა უეცრად ხელის თითზე მწვავე ტკივილი იგრძნო, დაიხარა და დაინახა, რომ მელია კბილებით იყო ჩაფრენილი.

პენსიონერმა შოკისგან კივილი დაიწყო, წამოხტა და ხელის ქნევა დაიწყო, რომ ცხოველი მოეშორებინა. თუმცა მელია აგრძელებდა დიასახლისის კბენას, მეორე ხელზე გადაინაცვლა და ფეხზეც უკბინა.

საბოლოოდ, ქალმა მაინც შეძლო სახლიდან ცხოველის გაგდება და  შვილს დაურეკა, რომელმაც ის საავადმყოფოში წაიყვანა.

ექიმებმა ქალს თითის მოტეხილობა დაუდგინეს, ჭრილობაზე ნაკერები დაადეს და ანტიბიოტიკები გამოუწერეს.

 

Facebook Comments

ახალი დადებული