სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, განცხადებას გააკეთებს.

17:00-ზე გახდება ცნობილი, გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი.

ამასთან, დღეს, 16:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართება. შესაძლოა, “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი არ დააყენოს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს.

 

Facebook Comments

ახალი დადებული