სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

“ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ამაზე ფიქრობდეს ადამიანი და იცით, რომ ამაზე 2013 წელსაც ვფიქრობდი, გადაწყვეტილებამდე მისვლა ძალიან მძიმეა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრებისა და არა მარტო მათ წინაშე, ყველას წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.. პირველ რიგში ამ ქვეყნის სტაბილურობა მინდა… არ მახსენდება მსოფლიოში სხვა ქვეყანა, რომელმაც საუკუნენახევარში ამდენი ტერიტორია დაკარგა. უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე. ქალი პრეზიდენტი შეიძლება იყოს უფრო “დამწყნარებელი” ვიდრე, პოლიტიკასა და კინკლაობაში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკოსი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული