საქართველოში ნელექიანი ამინდებია მოსალოდნელი

Nusagi

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 6-7 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 8-10 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, 9 აგვისტოს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: