isis-ის მუქარა საქართველოს-მოგვიკალით ძმა საკუთარ სახლში მძინარე!!

ISIS-ის ქართული დაჯგუფება მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება.

„პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული. „ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი… გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი… გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!!

აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში. კადრებში საქართველოში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ფოტოები ჩანს, მათ შორისაა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც ვიდეოს ავტორი „ძმად“ მოიხსენიებს.

ერთ-ერთი ვერსიით, ტერორიზმის საქმეზე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ., რომლის აყვანის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ზემოხსენებულ დაჯგუფებასთანაა კავშირში.

წყარო Palitranews

Facebook Comments

ახალი დადებული