„არსენალის“ მფლობელი რუსი მილიარდერი აღარ იქნება

ლონდონის „არსენალის“ უმსხვილესი აქციონერი სტენ კროუნკე აპირებს 600 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, რათა კლუბი მთლიანად მისი საკუთრება გახდეს.

ამჟამად ამერიკელი მილიარდერის კომპანია ქეი-ეს-ი (KSE) აქციების 67%-ს ფლობს და როგორც ცნობილი ხდება, მეორე აქციონერმა, რუსმა მილიარდერმა ალიშერ უსმანოვმა, საკუთარი 30%-ის გაყიდვაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

კროუნკეს კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციების მთლიანად შესყიდვა კლუბისთვის უკეთესი იქნება, რაქდგან ასე უფრო უკეთ გახდება შესაძლებელი „სტრატეგიისა და ამბიციების გაფართოვება“.

უსმანოვს საფეხბურთო კლუბის ერთპიროვნული მფლობელი სურდა რომ ყოფილიყო და ამისთვის შეეცადა ამერიკელი მილიარდერისგან სტენა კროუნკესგან 67%-იანი წილი გამოესყიდა, თუმცა კრონკემ უარით უპასუხა. უსმანოვი კროუნკეს 1.3 მილიარდ დოლარს სთავაზობდა.

კროუნკე და უსმანოვი “არსენალის” მფლობელები 2007 წელს გახდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული