ბავშვის მძევლად აყვანისთვის ბრალდებულ ცოლ-ქმარს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

ზუგდიდში ბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმართან, ემა კვირტიასა და ვასილ ახალაიასთან სასამართლომ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, ვასილ ახალიას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ემა კვირტიას 5-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ.

28 მაისს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ცოლ-ქმარი. მათ წარედგინათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ზ” მუხლებით, რაც არასრულწლოვანის ჯგუფურად მძევლად აყვანას გულისხმობს და 9-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Facebook Comments

ახალი დადებული