გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა რომ ერთმა პირმა, ბავშვთან ერთად, საბაჟო კონტროლის გავლის გარეშე მიაღწია ჩასხდომის სივრცემდე. ამის შესახებ Independent-ი წერს.

პოლიციის ინფორმაციით, აეროპორტის პირველმა ტერმინალმამგზავრთა მომსახურება შეწყვიტა.

სამართალდამცველებს ჯერ არ უპოვიათ პირი, რომელიც ბავშვთან ერთად, კონტროლის გარეშე გადაადგილდა აეროპორტის ტერიტორიაზე, რადგან პოლიციის ინფორმაციით, ის გაუჩინარდა.

გასულ თვეში გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტის შემდეგ, ყველაზე დიდ აეროპორტში, მიუნხენში 300-მდე ფრენა გაუქმდა. მაშინაც მიზეზი ის იყო, რომ მგზავრმა შემოწმების გარეშე გადალახა საბაჟო კონტროლის სივრცე.

Facebook Comments

ახალი დადებული