დაკავებული დეპუტატი კლინიკაში გადაიყვანეს

ჩოხატაურის საკრებულოს წევრი ვლადიმერ სიხარულიძე, რომელიც ადმინისტრაციული სამართადარღვევისთის დააკავეს, კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება, სამედიცინო ცენტრში კი მაღალი არტერიული წნევით შეიყვანეს.

როგორც ვლადიმერ სიხარულიძემ განაცხადა, მას პატრული წლებია ავიწროებს. მისივე თქმით, საპატრულო ეკიპაჟები თითქმის ყოველდღე აჩერებენ და ალკოჰოლზე ამოწმებენ. რაც შეეხება დღეს, არ უარყოფს რომ ღვედი არ ეკეთა, თუმცა პატრულის ისევ გამოჩენამ უკმაყოფილება გამოიწვია. ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, დაინტერესდა ვისი დავალებით მოქმედებდნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის იაზონ ვერულიძის განცხადებით, სიხარულიძე ღვედის გამოუყენებლობისთვის გააჩერა, მან კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაემორჩილა.შს სამინისტროს განმარტებით, საკრებულოს წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.მას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობა ემუქრება.

Facebook Comments

ახალი დადებული