თბილისში იყიდება რუსულენოვანი რუკები, რომლებზეც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა

თბილისში რუსულენოვანი გზამკვლევები იყიდება, რომლებზეც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „რეზონანსი“ ავრცელებს.

„რეზონანსის“ ცნობით, გზამკვლევი მოსკოვში მზადდება და მას გამომცემლობა „ლიტრე“ ბეჭდავს, გამოცემები 2018 წლით თარიღდება. სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ასეთი რუკები საქართველოში, სავარაუდოდ, ტურისტული სააგენტოების საშუალებით ხვდება.

სალუქვაძე კანონდარღვევაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ამა თუ იმ ტურისტული სააგენტოს მიმართ მკაცრი სანქციები უნდა გატარდეს. მისი თქმით, ის ვინც ამ რუკების რეალიზებას ხელს უწყობს, კანონის გათვალისწინებით პასუხი უნდა აგოს: „ელემენტარულად, ავიღოთ კანონი ოკუპაციის შესახებ და კანონები, რაც კი არსებობს საქართველოში“, – ამბობს ანალიტიკოსი.

Facebook Comments

ახალი დადებული