სამხრეთ კორეის ქალაქ კუმში ქალი ფსევდორელიგიური რიტუალის დროს კუბოში გაიგუდა. ქალს სჯეროდა, რომ კუბოში ერთი ღამის გატარება მას ბოროტი სულებისგან დაიცავდა და ბედნიერებას მოუტანდა. ინფორმაციას გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
ამ მიზნით სამი ქალი საღამოს 8 საათზე კუბოში ჩაწვა, თუმცა ორი საათის შემდეგ ერთ-ერთმა დაიჩივლა, რომ ცუდად იყო და ჰაერი არ ჰყოფნიდა, მეგობრებმა მას მოთმინება ურჩიეს, თუმცა დილით აღმოაჩინეს, რომ ქალი გარდაცვლილი იყო.
Facebook Comments