დეკანოზის ძმა პრეზიდენტზე: იმედია ღმერთი გაუნათებს გონებას

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მისი ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტს ხვალ დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. .

„მივმართავთ ჩვენც ოჯახის წევრები პრეზიდენტს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია უდანაშაულო მსჯავრდებულის შეწყალება და გათავისუფლება. შეიწყალებს თუ არა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში. იმედიანად ვუყურებთ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას, რადგან ბოლო განცხადებები ამ საქმესთან დაკავშირებით მისი მხრიდან ძალიან იმედისმომცემი იყო. იმედია, ღმერთი გაუნათებს გონებას და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დეკანოზის ძმამ.

Facebook Comments

ახალი დადებული