ნინო კვაჭანტირაძე-ეს წერილი ჯარისკაცს ოჯახისთვის ამ 10 წლის წინ მოუწერია

,,ეს წერილი ჯარისკაცს ოჯახისთვის ამ 10 წლის წინ მოუწერია,თუმცა ცხინვალიდან წამომსვლელი ვერავინ ნახა და გულის ჯიბეში შეინახა, თუ დაიღუპებოდა, იქნებ მერე მაინც მისულიყო ადრესატამდე
-“ნინო,მაპატიე სამშობლო რომ შენზე და მათეზე მეტად მიყვარს…ახლა ალბათ ცოტას ბრაზობ კიდეც ჩემზე,პატარა შვილთან ერთად რომ მიგატოვე და აქ წამოვედი..ისიც მაპატიე,ზოგჯერ რომ არ მახსოვხართ…გუშინ ღამე 1 წამით თვალი მოვატყუე და შენ და მათე დამესიზმრეთ…მეტი ნატვრა არ მაქვს,ერთხელ კიდევ გნახოთ…შენ რომ აქ იყო და ამდენ დაღუპულს ხედავდე,არც ჩემ სიკვდილზე დაგწყდებოდა გული..თუ ვეღარ დავბრუნდე,მაპატიე სამშობლოს სიყვარული…მიყვარხართ შენ და მათე…რამაზი.”
იგი დაბრუნდა…
ჯალათებმა კი, რამდენ ბიჭს არ აპატიეს სამშობლოს სიყვარული… ნათელში იყოს სამაჩაბლოს მიწაზე დარჩენილი 170 ქართველი..
170 დედის ბედნიერება რომ დასრულდა და გმირების დედებად გააგრძელეს სიცოცხლე( ბევრმა ვერ შესძლო და შვილებთან ყოფნა არჩიეს..
ომი ბევრ გმირს ბადებს, მაგრამ გაცილებით ბევრ გმირს სპობსო…ომი მოღალატეებსაც ბადებს თურმე….
…. ამ დღეების ტკივილის ნუგეში გიორგი ანწუხელიძეა, ჩემი დროის ხილული ლეგენდა, ქართული სიამაყის გამართლება…
დედებოო, მოუევით თქვენ შვილებს დამარცხებული ომის დაუმარცხებელ ბიჭებზე… 
მეტი არ შემიძლია….”  ნინო კვაჭანტირაძის ფეისბუქ-გვერდიდან.

Facebook Comments

ახალი დადებული