ოკუპანტებმა გულრიფშის რაიონში ქუთაისელი კაცი დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში ქუთაისელი კაცი დააკავეს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დაკავებულს თან საკვები პროდუქტი, დანა, ფარანი და ფული ჰქონდა.

როგორც „პირველს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, დაკავებულს „ბრალად“ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

Facebook Comments
%d bloggers like this: