პირი, რომელმაც ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში დებოში ატეხა, „სპუტნიკის“ თანამშრომელია

დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე გამოფენის მიმდინარეობისას ერთი პირი მივიდა, რომელმაც იქ შეკრებილ ადამიანებს NATO-ს პროპაგანდის მსხვერპლები უწოდა.

აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა დააკავეს და საელჩოდან გაიყვანეს. როგორც გამოცემა On.ge თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს პირი „სპუტნიკის“ თანამშრომელი იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული