სასამართლომ 12 მაისის მოვლენებზე ზურაბ ჯაფარიძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა. მისი უფლებადამცველის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ, რადგან არც სიტყვიერი შენიშვნის საფუძველი არ არსებობდა.

გამოძიება ჯაფარიძეს 12 მაისის აქციაზე 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„წარმოვადგინეთ უწყვეტი ჩანაწერი, სადაც არ ფიქსირდება, თითქოს და ვიგინები ან ვარღვევ კანონს. პირიქით სამართალდამცველებმა არ განმიმარტეს უფლებები და ეს არის კანონის დარღვევა. მათ აქვთ მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება, რომლითაც ბრალი არ დასტურდება. ზეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე 12 მაისის ღამეს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დააკავეს. სამი საათის შემდეგ კი გაათავისუფლეს.

პარლამენტთან აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, შსს-ს ცნობით დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი 8 პირი

Facebook Comments

ახალი დადებული