წულუკიანი: სტრასბურგი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და იტყვის, რუსეთი ოკუპანტია!

“საქართველოს ისტორიაში, ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი “,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“რუსეთმა დაიწყო  საქართველოს წინააღმდეგ ომი. ჩვენ მაისში სტრასბურგში ღია სხდომაზე წარვადგინეთ თუნდაც რადარის მონაცემები, სადაც მთელი ქართული საჰაერო სივრცე, სუვერენული საჰაერო სივრცე, სავსეა რუსული თვითმფრინავებით, იქ არცერთი ქართული თვითმფრინავი არ არის.

ჩვენ წარვადგინეთ ასევე, სხვადასხვა სამხერდო და სამოქალაქო ხასიათის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს. მათ შორის ტერიტორიებზე არამარტო საჰაერო სივრცეში.

ჩვენ რეალურად ქართულმა მხარემ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თუნდაც დროულად მომხდარიყო კონფლიქტის ხაზიდან უკან დახევა იმისთვის, რომ უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო აცილებული თავიდან და მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე, პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი”, –განაცხადა თეა წულუკიანმა

Facebook Comments

ახალი დადებული