აშშ-ში გოგო გახდა პირველი ტელეწამყვანი, რომელიც საინფორმაციოს თავსაბურავით უძღვება

27 წლის ტაჰერა რამანი გახდა პირველი ტელეწამყვანი აშშ-ში, რომელსაც თავსაბურავით მიჰყავს საინფორმაციო გამოშვება. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს.

გოგო WHBF-TV-ში მუშაობს. ეს ტელევიზია CBS-ის შვილობილი კომპანიაა.

რამანმა ჟურნალისტის განათლება ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტში მიიღო. როგორც თავად ჰყვება, უნივერსიტეტშიც და შემდეგ, სამსახურშიც, პროფესორებმა და კოლეგებმა არაერთხელ ურჩიეს, რომ მოეხსნა თავსაბურავი, რადგან ის კარიერულ წინსვლაში შეუშლიდა ხელს. მიუხედავად ამისა, გოგომ არ ისურვა მუსლიმთა ტრადიციის დარღვევა და გახდა პირველი ტელეწამყვანი ამერიკაში, რომელსაც თავსაბურავით მიჰყავს საინფორმაციო გამოშვება.

Facebook Comments

ახალი დადებული