ბიჭი, რომელმაც რიონში კაცი გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა

ბიჭი, რომელმაც ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩიძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსნებთ, ქუთაისში მოქალაქეებმა მამაკაცი მდინარე რიონში დახრჩობას გადაარჩინეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება,  მამაკაცი რიონში ე.წ. თეთრი ხიდის ქვეშ იყო მოქცეული და გადარჩენის მიზნით ქვას ეჭიდებოდა.მის გადარჩენას სამი მოქალაქე ცდილობდა, რომლებმაც საბოლოოდ მამაკაცი წყლიდან ამოიყვანეს.

 

Facebook Comments

ახალი დადებული