თვითმფრინავის სალონში შუა ფრენის დროს გველი ჩამოვარდა

Associated Press–ი იუწყება, რომ ავიაკომპანია Aeromexico–ს რეისზე, რომელიც ტორეონიდან მეხიკოში მიფრინავდა, თვითმფრინავის მგზავრებმა გველი შენიშნეს, რომელიც ჭერზე დაცოცავდა.

თვითმფრინავის სალონში მყოფი მგზავრები, როგორც ყველაზე საშინელ კოშმარს, შიშით უყურებდნენ, თუ როგორ ჩამოცოცდა მწვანე გველი ჭერიდან და იატაკზე დაეცა.

გველის ფოტო ერთმა მგზავრმა  მოგვიანებით ტვიტერზე ატვირთა.

ვინაიდან ეს საშინელი სიურპრიზი შუა ფრენის დროს წარმოიშვა, თვითმფრინავს უპირატესობა მიეცა თავის დანიშნულების ადგილზე პირველი დაშვებულიყო. გველი სწრაფად მოაშორეს ადგილიდან.

Aeromexico–ს განცხადებაში ნათქვამია, რომ უცნობია, თუ როგორ “ჩაჯდა” გველი თვითმფრინავში და კომპანია იძიებს ინციდენტს, რათა არ დაუშვას მსგავსი რამის ხელახლა გამეორება.

Facebook Comments

ახალი დადებული