მარგველაშვილი: რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აგრძელებს

როდესაც ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მეორე ქვეყანაში იჭრება და თავს ესხმის, ნიშნავს, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება იმ ქვეყანამ მიიღო, რომელიც სხვას დაესხა თავს. ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანული გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მარგველაშვილმა გასული საუკუნის 90-იანი წლები გაიხსენა. მისი თქმით, რუსეთმა ჰიბრიდული ომი საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო.

„2008 წელს ათასობით რუსი სამხედრო ჩვენს ქვეყანაში შეიჭრა, თავდასხმაში საჰაერო ძალებიც მონაწილეობდნენ. ყველასთვის ნათელია, რომ ეს აქტიურობა რუსეთის ფედერაციის მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. კითხვაზე დაეხმარება თუ არა საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში ნატოში გაწევრიანება, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ნატოს წევრობა დააჩქარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარ მოქალაქეებსა და პარტნიორებს შესთავაზოს.

Facebook Comments

ახალი დადებული