ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებელ ბიზნესმენებს ემუქრება

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლებს ემუქრება და აცხადებს, რომ მათ აუცილებლად მოეკითხებათ.

„ხმას არ ვიღებ სალომე ზურაბიშვილის ბოდვაზე – რუსების აგენტია და იმას ამბობს, რაც უნდა თქვას და რაც მისგან სრულიად მოსალოდნელია. აი, რაც შეეხება ბიზნესმენებს, ვინც მის საარჩევნო კამპანიას დააფინანსებს, მათ აუცილებლად მოეკითხებათ. რუსეთის აგენტის დაფინანსებას ვერავის ვერ გავუტარებთ. ნებისმიერი თეთრი, მის კამპანაში ჩასხმული, არის “საქართველომ ომი დაიწყო”-ს დაფინანსება, რაც უპატიებელია.“,-წერს გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments

ახალი დადებული