სავჩენკო პატიმრობაში დატოვეს

კიევის სააპელაციო სასამართლომ უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განსასჯელი წინასწარ პატიმრობაში 7 სექტემბრამდე დატოვა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწება.

სავჩენკოს სადეპუტატო იმუნიტეტი 22 მარტს მოუხსნეს, რის შემდეგაც დააკავეს. მას ბრალად კიევში ტერაქტების მზადება ედება. განსასჯელი ბრალდებას ამ დრომდე უარყოფს.

Facebook Comments

ახალი დადებული