სტამბულის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა

სტამბულში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ერთმანეთს ორი  სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა. ამის შესახებ გამოცემა Kokpit. Aero იუწყება.

ტერმინალის გასწვრივ მოძრავი თვითმფრინავი, რომელიც  კომპანია Royail Air Maroc-ს ეკუთვნის, Turkish Airlines-ის კუთვნილ ლაინერს მაშინ შეეჯახა, როდესაც ეს უკანასკნელი გასასვლელში მგზავრებს ელოდებოდა.

მაროკოს თვითმფრონავი კასბლანკაში უნდა გაფრენილიყო, თურქული კი ათენში. ორივე თვითმფრინავი დაზიანდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მგზავრებს ათენში სხვა თვითმფრინავით გაამგზავრებენ.

 

Facebook Comments

ახალი დადებული