ყაზბეგში მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანებით მიაწვდიან

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, კომპანია ყაზბეგის მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანებით მიაწვდის.

9 აგვისტოს ყაზბეგში, წარმოქმნილმა ღვარცოფმა წყალმომარაგების სათავე ნაგებობა და მაგისტრალური მილსადენი მნიშვნელოვნად დააზიანა, შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა.

მოსახლეობას წყალი წყალმზიდი მანქანებით უახლოეს საათებში მიეწოდება. “ადგილზე მობილეზბულია შესაბამისი ტექნიკა და საავარიო ჯგუფები.
წყალმომარაგების აღდგენამდე, სასმელი წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ტურისტული ობიექტებიც მომარაგდებიან.
კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, კომპანია სათავე ნაგებობასა და მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს, რათა უმოკლეს დროში დაბა ყაზბეგის მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგეს”, – ამბობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

წყალდიდობაა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაშიც. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე არაგვი ადიდდა. მდინარემ დააზიანა ჯებირები, დატბორა საკარ-მიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართები. ძლიერი წვიმა 9 აგვისტოს შუაღამეს დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული